სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაარეგისტრირა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აპელაცია რუსი მოციგურავის კამილა ვალიევას მხრიდან ანტისადოპინგო წესების დარღვევის საქმესთან დაკავშირებით.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლოს განცხადებაში წერია, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო ვალიევას საქმის შესწავლისას „ადეკვატურ ვადებში“ ვერ ჩაეტია. საქმის მოსმენაზე სამ მოსამართლეს დანიშნავენ: ერთს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოდან, მეორეს რუსეთს ანტისადოპინგო სააგენტოდან და მესამეს აირჩევს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს აპელაციის განყოფილების პრეზიდენტი.
თავის აპელაციაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ 16 წლის ვალიევას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია და ფიგურულ სრიალში პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გუნდური ტურნირის შედეგების ანულირება მოითხოვა. რუსეთის ნაკრებმა გუნდურ პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა და სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს ვალიევას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო რუსეთისთვის ოქროს მედლის ჩამორთმევას ითხოვს.