პარიზში, ფრანგული მოდის სახლის და ფუფუნების საქონლის კომპანია დამფუძნებლის შთამომავლის და მემკვიდრის, ბენუა-ლუი ვიტონის სახლი გაქურდეს
ფრანგული პრესის ცნობით, პარიზის მე-7 ოლქში მდებარე ბინა ლუის ვიტონის სახლიდან საათები, სამკაულები და ძვირადღირებული ჩანთები მოიპარეს. ნაძარცვის ღირებულება მინიმუმ რამდენიმე ასეული ათასი ევროა.
ბენუა-ლუის ვიტონის სახლში ძარცვა შაბათ-კვირას, ღამით მოხდა. სახლში იმ დროს არავინ იმყოფებოდა.
45 წლის ბენუა-ლუი ვიტონი 1892 წელს 70 წლის ასაკში გარდაცვლილი ლუის ვიტონის მეექვსე თაობის წარმომადგენელია.