კრემლში უყრაინის პრეზიდენტ ვალოდიმერ ზელენსკის ხერსონში ვიზიტზე კომენტარს არ აკეთებენ
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის” ცნობით, კრემლმა უკომენტაროდ დატოვა ინფორმაცია უყრაინის პრეზიდენტის ქალაქ ხერსონში ვიზიტის შესახებ.
ჟურნალისტებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, როგორ აფასებს კრემლი ზელენსკის ხერსონში ვიზიტს.
“ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია”, – განაცხადა პესკოვმა.