“ყველა დაგეგმილ საქმეს და შეხვედრას ვაგდებ, ხანდახან გადაცემაც ვეღარ მიმყავს…”-ინგა გრიგოლია სერიოზულად ავადაა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წლებია შაკიკისგან გამოწვეული ტკივილებით იტანჯება. ინფორმაციას ამის შესახებ ის თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„ვინც შაკიკს მომირჩენს, ძეგლს დავუდგამ. თანდათან სრულიად არაშრომისუნარიანი გავხდი. უკვე ძალიან ხშირად, ყველა დაგეგმილ საქმეს და შეხვედრას ვაგდებ, ხანდახან გადაცემაც ვეღარ მიმყავს. მართლა, თუ ვინმემ იცით ექიმი, ვინც ოდნავ მაინც უმსუბუქებს პაციენტს ამ დაავადებას და მეტყვით, მადლობელი ვიქნები. მე ვერ მივაგენი ასეთ ექიმს, წლებია ვეძებ და ვერსად მივაგენი“, – წერს ინგა გრიგოლია.