სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა

საგარეო უწყება – სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

– „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან” – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა.

წყარო: 1tv.ge