უკრაინის ქალაქების დაუნდობელი დაბომბვა მხოლოდ პუტინის სისუსტეზე მიუთითებს, – ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი რამდენიმე საათის წინ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
„პუტინი ბრძოლის ველზე აგებს და როგორც ჩვენ დღეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვნახეთ, დიპლომატიურ ველზეც“, – წერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიკრობლოგ „ტვიტერში“.