ეკა ხერხეულიძე: მგონია, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი

მგონია, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ “tv ეთერში” განაცხადა.

“ამ ვითარებაში მგონია, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ მდგომარეობას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ისინი თუკი მას ნახავენ ამ მდგომარეობაში, მეეჭვება ვინმეს გაუჩნდეს ინტერესი ილაპარაკოს პოლიტიკაზე, მე ვსაუბრობ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმ გარემოებებზე, რა შეუწყობს ხელს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დროულად იქნეს გადაყვანილი სამკურნალოდ. აქ საგანგაშოდ არის ვითარება და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ვითარების გამოყენება მე ამ გზას არ გამოვიყენებ ჩემი ინტერესის და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად”_ აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.