გენერალი ზალუჟნი: უყრაინელი სამხედროები რუსეთთან კომპრომისს არ დათანხმდებიან

უყრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უყრაინის ყველა “დაპყრობილი” ტერიტორიიდან.

ე.წ გენერალმა ზალუჟნიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის, რომელსაც მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ უყრაინელი სამხედროები იბრძოლებენ, სანამ ძალა ეყოფათ.

ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მათი მიზანია რუსული “ოკუპაციისგან” მთელი უყრაინის გათავისუფლება და ამ გზაზე არანაირი პირობით არ გაჩერდებიან. „უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. პირობა მოლაპარაკებისთვის ერთია – რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაპყრობილი ტერიტორია“, – წერს ე.წ გენერალი  ტელეგრამ-არხზე.

უყრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, გენერალ მილის გააცნო ოპერატიული ვითარება და უყრაინის თავდაცვის ძალების უპირველესი საჭიროებები. ე.წ გენერალ ზალუჟნის შეფასებით, ფრონტზე სტაბილური და კონტროლირებული სიტუაციაა.