გიგი წერეთელი: საშუალება რომ მქონდეს ევროკომისარს ბევრ საკითხში შევეკამათებოდი

გიგი წერეთელი: საშუალება რომ მქონდეს ევროკომისარს ბევრ საკითხში შევეკამათებოდი – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, ევროკომისრის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

„რომ მქონდეს საშუალება ბევრ საკითხში შევეკამათებოდი მას. იმიტომ კი არ მინდა შევეკამათო, რომ მან აუცილებლად ცუდი უნდა თქვას, უბრალოდ ეს არის შესაძლებლობა, რომ ამ ხელისუფლებას გააგებინოს, რომ როგორც გულშემატკივარი და მეგობარი როდესაც მხარდაჭერაზე საუბრობს, ასევე მიუთითებს, რომ დიდი ჯაფაა გასაწევი. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, არის მთავრობის მიმართ ავანსად, მოტივაციის შესაქმნელი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია ხოლმე, რომ დაზუსტდეს – როცა მთავრობა იღებს არამკაფიო გზავნილს, შემდეგ ფიქრობს, რომ ეს არის ძალიან კარგი, ყველაფერი კარგადაა, „მწვანე შუქია“ და რასაც მინდა გავაკეთებ, გვარამიას არ გამოვუშვებთ, მერე რა, რომ ეს პრობლემური საკითხია, ვარჰეიმ ხომ ხედავთ არ გვითხრა. თუმცა შეიძლება არ თქვა საზოგადოდ, მაგრამ აუცილებლად ეტყოდა დახურულ კარს მიღმა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.