“მშობლები ძალიან ადრე გარდამეცვალნენ. გული მწყდება, რომ დედ-მამას ვერ ვაჩვენე, ჩემგან რა გამოვიდა” – ლეო ანთაძე

“მშობლები ძალიან ადრე გარდამეცვალნენ. გული მწყდება, რომ დედ-მამას ვერ ვაჩვენე, ჩემგან რა გამოვიდა” – ლეო ანთაძე.

ლეო ანთაძე 90 წლის გახდა. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ამ ასაკს ვერ გრძნობს. არ ეწევა, ფიზიკურადაც ვარჯიშობს, გონებასაც ავარჯიშებს…

ლეო ანთაძე: მე ვერ ვგრძნობ. ერთი პერიოდი დავდიოდი ერთ-ერთ გასახდომ პროგრამაზე. იქ აქვთ მოწყობლობა, რომელიც უჯრედით აფასებს, სხეული რა ასაკისაა. ერთხელ მითხრეს, ათი წლით უმცროსის სხეული გაქვთო. ერთი კვირის შემდეგ კიდევ მითხრეს, კიდევ ოთხი წელი მოიკელითო, გავიდა დრო – კიდევ სამი, კიდევ ოთხიო და ბოლოს ვუთხარი, აქედან ისე არ წავალ, სანამ „აღუს“ არ დავიძახებ და „სოსკას“ არ ჩამიდებთ პირში-მეთქი.

ასაკს მოაქვს გამოცდილება და დიდი სევდა. ოჯახის წევრები და მეგობრები ცოცხლები აღარ არიან.

მენატრებიან მშობლები, მესიზმრებიან. სტუდენტი ვიყავი, ორივე რომ გარდამეცვალა. დედა თრომბით, ორი წლის შემდეგ კი – მამა, ინსულტით. ჯაზ-ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ მე და ირაკლი უჩანეიშვილმა. მე კლავიშზე ვუკრავდი. მეგობრები ასე დამეხმარნენ, რომ გადამეტანა ეს მწუხარება … სამწუხაროა, რადგანაც დედას და მამას ვერ ვაჩვენე, ჩემგან რა გამოვიდა … გული მწყდება.

წყარო: პრაიმტაიმ.ge