სერგეი ლავროვმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და სამიტი დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „დიდი ოცეულის“ სამიტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტი ჯერ არ დასრულებულა, ის 16 ნოემბერსაც გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეები მუშაობენ დეკლარაციაზე, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დაგმობას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა.