შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და გვარამიაზე კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს

სააკაშვილსა და გვარამიაზე კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, განიხილეს თუ არა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე დეოლიგარქიზაციისა და გვარამია-სააკაშვილის საკითხები.

„ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ახსენა. კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს ამ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო და ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე კონცენტრირდეს.