ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უყრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უყრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გააკეთა.
უყრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სავარაუდოდ ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება.