ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

კიევსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერისა“ და „ბიბისის“ კორესპონდენტები ავრცელებენ.

ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც კიევის თავზე კვამლი ჩანს. კიევში აფეთქების ხმა მდინარე დნეპრის ორივე მხარეს ისმოდა. მანამდე, უყრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო შეტევის განგაში.

დღესვე, კრივოი როიგისა და ნიკოლაევის ოლქების მეთაურებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.