არჩილ თალაკვაძე – დადასტურდა, რომ ეს იყო მელიას წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით

დადასტურდა, რომ ეს იყო მელიას წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას, ანუ გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ლევან ხაბეიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის და “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები ამ პარტიას ვერ გადაარჩენს.

“საჯაროდ ამბობდა, რომ არ უნდოდა, თუმცა, გამოჩნდა, რომ ხაბეიშვილს ძალიანაც უნდოდა გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე. დადასტურდა, რომ ეს იყო ამ ჯგუფის წამოწყებული სპეცოპერაცია მელიას წინააღმდეგ პარტიის შიგნით, პირდაპირ დადასტურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას, ანუ გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას. ჩვენ ვთქვით თავიდანვე, რომ ვინც უფრო აგრესიულია, ვინც მეტად იყვირებს, უსამართლო ბრალდებებს წააყენებს ხელისუფლების მისამართით, მას დარჩებოდა ის ადგილი, რასაც მელია გამოათავისუფლებს, როგორც ხედავთ ის სავარაუდოდ, აღმოჩნდება ლევან ხაბეიშვილი. ასეთი გადაწყვეტილებები ამ პარტიას ვერ გადაარჩენს, რადგან არ ყავს მომავლის ლიდერები, არ აქვს მომავლის დღის წესრიგი და მუშაობს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ,”- განაცხადა თალაკვაძემ.