უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ გუშინ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინული არ იყო. ამის შესახებ მან დღეს კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩვენი რაკეტა არ იყო”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით,უკრაინა უნდა დაიშვას ინციდენტის ადგილზე.
„გვაქვს უფლება საგამოძიებო ჯგუფში ვიყოთ? რა თქმა უნდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.