უყრაინის უმაღლესი რადა G20-ს რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებს

უყრაინის უმაღლესი რადა G20-ს მოუწოდებს რუსეთი გარიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ უყრაინის ეროვნული დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე აღნიშნული N8203 დადგენილების პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 310-მა ეროვნულმა დეპუტატმა.