მათი ერთადერთი საშუალებაა ფული და არეულობა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა, ხალხის გამოყვანა შეუძლებელი იქნება, რადგან ძალიან ბევრს მოჰბეზრდა ეს დაბალინტელექტუალური, დაბალი კულტურის პარტია, რომელიც მილევად რეჟიმშია, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ „კმარას“ მეთოდებს ვერ გასცდა. თუ დავაკვირდებით, მისი მრუდი, პარტიის ინტელექტუალურ-კულტურული მრუდი დაბალი კულტურით გამოირჩეოდა ყოველთვის – პარლამენტში ჩხუბი, რაღაც ნივთიერებების დასხმა, ფეხებით სირბილი მაგიდაზე. ეს ასეც დაიწყო, პარლამენტში შევარდნა ჩაის დალევა და მაგიდებზე სირბილი, მაგრამ იქ გარკვეული ინტელექტუალური პლასტი მაინც არსებობდა. შემდეგ ეს მრუდი ქვემოთ წამოვიდა და დღეს, უკვე ხაბეიშვილის პერსონა განიხილება ამ პარტიის თავმჯდომარედ. მათ ახლის შექმნის საშუალება არ აქვთ, მათი ერთადერთი საშუალებაა ფული და არეულობა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა, ხალხის გამოყვანა შეუძლებელი იქნება, რადგან ძალიან ბევრს მოჰბეზრდა ეს დაბალინტელექტუალური, დაბალი კულტურის პარტია, რომელიც მილევად რეჟიმშია“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მან ნაციონალურო მოძრაობის ყოფილი წევრის, მაია ნადირაძის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადებაც შეაფასა.
„ჩვენ გვინდოდა ადამიანის გადაკეთებაო – ანუ, მათ ახალი ადამიანის შექმნა უნდოდათ, ცხიეებში იყო საკონცენტრაციო ბანაკები, ეს სოციალურ ექსპერიმენტი იყო. მაია ნადირაძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მათ უნდოდათ დაშინების გზით შეექმნათ მორჩილი საზოგადოება. სააკაშვილმა მაო ძედუნობა მოინდომა. მათ ავიწყდებათ, რომ ქართველი ერი ძალიან თავისებური ერია, მას აქვს საოცარი მოქნილობა, საოცარი თვითგადარჩენის უნარი და ძალიან ბევრს უძლებს. მას შეუძლია გარკვეული პრესის ქვეშ იყოს, მაგრამ მერე როგორც ზამბარას შეკუმშავ… ეს დაემართა „ნაცმოძრაობას“ – მან მიიღო შეკუმშული ზამბარის პასუხი. ეს აგრესია და ის ნეგატივიზმი მილევადი რეჟიმია. ამიტომ საპასუხოდ, უბრალოდ სირცხვილი მათ, რადგან ჩათვალეს, რომ თავიანთი თანამოქალაქეების ქართველების შეცვლა და მორჩილების მიღება დათრგუნვის ფასად შეიძლებოდა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.