საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია Twitter-ზე ყოფილი პოლიტიკოსის, ირინა სარიშვილის შესახებ წერს.
“ბევრი ქვეყნის პირველი პირი იღებს ფოტოს წარმატებულ სპორტსმენთან – ეს მისასალმებელი და კარგია. ეს მხოლოდ ქვეყნის ამომგდებს, სახელმწიფოს ჩანასახშივე მკვლელს, ზვიადის დაუძინებელ მტერს, გიორგაძის აგენტ სარიშვილს შეიძლება მოეჩვენოს ცუდად.
ყველაფერი რომ შერჩათ მისნაირებს, ეს მაგის ბრალია“, – წერს გიორგი გამსახურდია.
შეგახსენებთ, ყოფილმა პოლიტიკოსმა, ირინა სარიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიასთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა.