რუსეთიდან საქართველოში ყველა ძირითადი პროდუქტის იმპორტის წილი იზრდება – განსაკუთრებით, ნავთობპროდუქტების. ქვეყანა სახელწოდებით – საქართველო, რომლის საბანკო სისტემა უკვე გაგანია ანტირუსულ სანქციებშია ჩაფლული, სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული “სანქცირებულ” გიგანტურ და რესურსებით უმდიდრეს სახელმწიფოზე. გთავაზობთ სტატისტიკას, რომელიც “ბიზნესმონიტორმა” სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით მოამზადა:
“რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა – რუსეთი რომ არა, ბენზინზე კატასტროფული ფასები იქნებოდა!” – რუსეთიდან საქართველოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების რეიტინგი: https://bit.ly/3TJInTV
2022 წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტია. იმპორტის ზრდა პირველ რიგში ნავთობპროდუქტების იმპორტის მომატებას უკავშირდება.
თუკი წარსულში ყველაზე მეტი საწვავი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან შემოდიოდა, წელს #1 პოზიცია რუსეთმა დაიკავა, საიდანაც 431 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები შემოვიდა.
საწვავის შემდეგ რიგით მეორე საქონელი, რომელიც საქართველოს რუსეთიდან შემოაქვს, არის ხორბლის ფქვილი, რომლის იმპორტიც 49 მილიონს შეადგენს, მესამე პოზიციას კი ნახშირი და კოქსი იკავებს 47 მილიონი დოლარით.
BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელმა კომპანიებმა შემოიტანეს რუსეთის ფედერაციიდან წელს ყველაზე მეტი საქონელი. უწყებიდან მიღებულ პასუხში შედის 10 კომპანია, რომლებიც რუსული ბაზრიდან იმპორტით არიან დაკავებული, თუმცა თავად საქსტატის განმარტებით სიაში შემავალი კომპანიები რიგითობით არ არიან დალაგებული. სიაში შემავალი კომპანიების უმეტესობა ნავთობიმპორტიორია.
რუსეთიდან საქართველოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების რეიტინგი:
“სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”; “შპს იბეროილი”; “შპს პიემ მეტალ”; “შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია”; “შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია”; “შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”; “შპს ტესტა პეტროლიუმი”; “შპს ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია”; “შპს ჯეორჯიან როუტ”; “შპს ჯორჯიან მანგანეზი”.
სიაში შემავალი კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არიან დალაგებული.