“ეს უკრაინული კრიზისი, უბრალოდ მოთელვაა. გვიახლოვდება რაღაც უფრო დიდი; ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ისეთ გამოწვევებს შევეჯახებით, როგორიც მრავალი წელია არ გვინახავს” – ახლახანს განაცხადა სტრატეგილი ხელმძღვანელობის უფროსმა (Startcom), ადმირალ ჩარლზ რიჩარდსმა. უფრო ადრე კი, ერთ-ერთმა გავლენიანმა დემოკრატ–კონგრესმენმა რასკინმა გაგვანდო, რომ “…ომი რუსეთის წინააღმდეგ გამართლებულია, რამდენადაც მოსკოვი “ახლა წარმოადგენს ანტიფემინისტური, ანტიგეური, ანტიტრანსგენდერული სიძულვილის მსოფლიო ცენტრს.
რუსეთი – ეს მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელიც აღიარებს ტრადიციულ ფასეულობებს. სწორედ ამის გამო იგი განადგურებული უნდა იქნას, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ფასს გადაიხდის აშშ ამისთვის.” ამათ საპირწონედ დონალდ ტრამპი გვევლინება; იმის მაგიერ რომ რუსისკენ იშვიროს ხელი, წვეთი წყლის სიჯიუტით გაიძახის რომ თავად შტატებშია პრობლემა. კერძოდ კი, დემოკრატებში – რადგანაც მათ „სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ“. მოკლედ, ურთიერთგამომრიცხავ, ალარმისტულ და ავის მომტან ლოზუნგებს ისვრის მხარეები. იქაური შიდა ომები კი ჩვენზე გადმოდის და ქართველებსაც ჰყოფს დემოკრატების თუ რესპუბლიკელების მომხრეებათ. შესაბამისად, იქ გაბატონებული მითოლოგია, სიძულვილი, მიუღებლობა და ზოგადად, მაგ პარტიების ეგზალტირებული მომხრეების ქცევის მოდელები აქაც მკვიდრდება, – მათზე აყოლილი ქართული მედია და პოლიტიკური ჯგუფების მეშვეობით.
ასე ხდება ყოველთვის და ყველგან, როდესაც პატარა ქვეყანა იდეოლოგიურად მიბმულია სხვა, დიდი ძალის ცენტრზე. არ გააჩნია საკუთარი, ე.წ. „საზრისების ფაბრიკა“ და უბრალო რეციპიენტად წარმოგვიდგება – სხვაგან, და სხვის აკადემიურ თუ სატელევიზიო „საზრისების ფაბრიკებში“ გამომუშავებული ნარატივების თუ კონცეფციების მომხმარებლად. ეს, იმის მაგიერ რომ, თავისი სახელმწიფოწარმომქნელი ინსტიტუტების მეშვეობით, საკუთარი მოქალაქეებისთის ახალ-ახალი „ისტორიების“ დონორად გვევლინებოდეს. როგორც ეს, თუნდაც ისრაელის, შვეიცარიის ანდა ჰოლანდიის დარ, პატარ-პატარა, მაგრამ განვითარებულ, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ და ჯანსაღ, თვითკმარი ქვეყნების შემთხვევაში გვხვდება-მეთქი.
-აბა საიდან; როდესაც დოქტრინაშიც კი მთავარ მიზნად, ე.წ. „სატრანსპორტო დერეფნობა“ ან სულაც ჰიპოტეტური ნატოს წევრობა გვიწერია და ეროვნული ინტერესი კონსტიტუციის დონეზე გათანაბრებულია იმ ბლოკის ინტერესებთან, რომელსაც ჩვენი სამშობლოს უახლოეს მეზობლებთან ურთულესი ურთიერთობები გააჩნია. მერედა, ასე თუ ისე, ასაკიდან გამომდინარე კარგად მახსოვს საბჭოთა პერიოდი და ვიცი რაცაა ეს „დერეფანი“ არსით, ე.წ. „проходной двор“_ია. კომუნალურ ბინებში გაბატონებული წეს-ჩვეულებებითურთ და განუკითხაობით. ხოდა, მაგ ძირითადი ფუნქციით, თანმდევი გვერდითი ეფექტებით თუ რა სახლი შეიძლება ააშენო, სსრ-კაში დაბადებულებს კარგად გვახსოვს.
აბსოლუტურად მართებული პარალელები და პედალირებაა მთავარზე. ამიტომაც, მაგ ქვაკუთხედი პუნქტებიდან გამომდინარე თუნდაც; არ სჭირდებოდა დღემდე, ასეთი „проходной двор“_ის ისტებლიშმენტს, ზედმეტი საზრისების წარმოება და ზოგადად, სხვადასხვა ეროვნული თუ მოდერნისტული პროექტიც. რაც წესით, ახალ რეალიებში, ისევ და ისევ ივანიშვლთან აფელირებული ძველი, ანდა მის მიერვე ხელშეწყობილი, სულაც ახალი ეროვნული ელიტის მეშვეობით უნდა შეიცვალოს.
-ნელ-ნელა იცვლება კიდეც! „ხალხის ძალის“ გამოჩენა მაგალითად; ვგონებ პირველი მერცხლის გამოფრენაა, იმ გაბატონებული და დაჭაობებული კონცეფციიდან, რომლის მიმართ ორიოდე წლის წინ, კითხვის დასმაც კი კრიმინალად ითვლებოდა. რასაც მყისვე, „რუსის აგენტის“, ანდა „პუტინის ოლიგარქის მონის“ იარლიყის მიწეპება მოჰყვებოდა. ასევე, მთავრობის დაპირისპირება ევროპის ნეოლიბერალურ ინტერნაციონალთან და ორბანთან სტუმრობა ნათელი ნიშანია იმ ტექტონიკური ძვრების, რაც გვიახლოვდება. დეკლარირება თუნდაც იმისა, რომ ეროვნული ინტერესები და საქართველო უპირველეს ყოვლისაა. მესმის, საკმარისი როდია მეტამორფოზისთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით დოქტრინის დონეზე ხომ იგივე გვაქვს გაწერილი, რაც სააკაშვილის პერიოდში და იქნებ მეტს ვერ იტყვიან? მერედა, გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი აზრიც.
იქნებ, ამ ეტაპზე მართლაც რთულია მეტის გაკეთება; რადგანაც უსერიოზულეს საერთაშორისო ძალებთან ჭიდილი უწევს საქართველოს მთავრობას და ეკლესიას. მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა, და არც ზედმეტი დელიკატურობაა საჭირო! რადგანაც აღარ ვართ 90-იანების ლიმიტროფი წარმონაქმნი, დემაგოგებით და ბანდიტებითურთ სათავეში. წლების წინ, გამოუცდელობის გამო მიღებული, სწორედ რომ ამ გაბატონებული დოქტრინის გამოისობით ჩამოგვეშალა ლამის ქვეყანა; დროც აღარ გვაქვს იმდენი, რომ ელოლიავო ვიღაც-ვიღაცეებს აქ, ან იქ ტრამპის გამარჯვებას ელოდო და ა.შ.
-ერთია გინდოდეს და მეორეა, მზად იყო სიმართლე ახალო მასებს! მაგალითად, თუ რაში გავეხვიეთ კონსტიტუციაში, სააკაშვილის დროს გაწერილი ზღაპრების გამო. არაა ეს ადვილი გასაკეთებელი. მეთანხმები?
მეტიც, ისიც კარგად მესმის, რომ მუნიციპალიტეტებში, მმართველი პარტია გადატენილია მედროვე „მიშისტებით“ და ნებისმიერი ცენტრალური ცირკულარის აღსრულება, ფერხდება ამის გამო. რომ ძველმა რეგიონალურმა ადმინისტრაციებმა ჩაყლაპა ახალი პოლიტიკური ელიტა, დიპლომატიური კორპუსი ხომ საერთოდ მათი სინეკურაა და თუგინდ ამიტომაც არ იქნება ეს ადვილი საქმე. მაგრამ, ფაქტია რომ ის, რასაც დღეს გაიძახის ღარიბაშვილი ოსთან და აფხაზთან მიმართებაში, ასევე ეკლესიის და ქართული ტრადიციების პატივისცემის ესოდენ დემონსტრაციული ხაზგასმა, სწორედ ამ დოქტრინითაა ნიველირებული. ამიტომაც, რა ტაქტიკურ სვლებს არ უნდა მიმართავდეს ის დღეს, რა ამოცენბს არ ჭრიდეს გზადაგზა; სანამდე არ შეიცვლება ეს ჩანაწერი, გრძელვადიან პერსპექტივაში განუხორციელებელია ნებისმიერი სტრატეგიული მიზანი. გარდა ამისა, იმ ახალი კონფიგურაციის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ირგვლივ ლაგდება, რუსის, სომხეთის, თურქის, ირანისა და აზერბაიჯანის ფერხულში არგაწევრიანება, აშშ-ს ინტერესების გამტარი ქვეყნის სტატუსის იმედად, – სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემებს უქადის ქვეყანას. ეს, ჩანაწერის ამოღების შემთხვევაში, მოსალოდნელ ეკონომიკურ დივიდენდებს რომ თავი გავანებო: არადა, წლევანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თვალსაჩინო ნიმუშია იმის, თუ რისი მომტანია ნეიტრალური, სოციალური სოლიდარობის პრინციპებით განმსჭვალული და ღია პოლიტიკა.
-დავიზღვიოთ თავი და მასობრივი მკითხველისთვის განვმარტავ მაინც. ეს, სადმე სხვაგან რომ არ გადაუხვიოს „ობივატელმა“, ჩვენი განათლების სისტემის გადამკიდე. ის, რაზეც ვსაუბრობთ მე და დავითი, სიტყვა-სიტვით ასე ჟღერს კონსტიტუციაში – „საქართველო, როგორც ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი, თავისი უსაფრთხოების გარანტირებულ უზრუნველყოფას შეძლებს მხოლოდ ამ სივრცის კოლექტიური თავდაცვის სისტემაში ინტეგრაციით…“ და ა.შ. მოკლედ, ნათელია, რომ ის ყველაფერი დანარჩენი, ავბედითი რაც გადააწყდა ჩვენს სამშობლოს ეს დეკადები, ბუნებივად გამომდინარეობდა მაგ დოქტრინიდან. ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, მაგის გამოა, რომ ლამის კლასობრივი ხასიათის მტრობა გვაქვს რუსთან, აფხაზთან და ოსთან. მოსახლეობის გაღატაკებაც და დევნილები, გლობალურ ფინანსურ წრეებზე შესისხლხორცებული ქართული საბანკო სექტორის თარეშიც ხომ მაგითაა განპირობებული?
ასევე ნატოს ინტერესების დომინირება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და მთავარი, მედიაში და პოლიტელიტაში გაბატონებული ნეოლიბერალიზმი. რომელსაც, ჯერ-ჯერობით, კონცეპტუალურ დონეზე, ასე ვთქვათ ვერაფერ დიდს უპირისპირებენ ღარიბაშვილის ნაირი ტრადიციონალისტები ზოგადეროვნული დოკუმენტის დონეზე.
-თუ მასეა, მეც ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში თავის დროზე, შეტანილი ეს ჩანაწერი ამოსაღებია. სიტყვაზე, თუ გვსურს სამშვიდობოზე გავიყვანოთ საქართველო და არა ასე სიტუაციურად, ტაქტიკური ამოცანები გადავწყვიტოთ გზადაგზა. ის პრობლემები კი რომელიც აფერხებს საქართველოს განვითარებას, მოგვარების ნაცვლად უბრალოდ გადავდოთ.
ერთმნიშვნელოვნად ამოსაღებია – თუნდაც, მეტი მოქნილობისთვის რუსთან საუბარში. მერედა, ესეც გამოსასწორებელია; 90_იანი წლებიდან მოყოლებული, პოპულისტი ლიდერების გამო, ნაციონალიზმი ლამის ეროვნული ხასიათის განუყოფელ თავისებურებად იქცა ქართული მოსახლეობის საკმაოდ დიდ სეგმენტში. ერთხელ უკვე მიგვიყვანა არქაიკაზე წაყრუებამ კატასტროფამდე. ახლა კი, დალაგებაში შეგვიშლის ხელს თუ არ მიხედა მთავრობამ იმ დოზითა და კომპეტენციით, რა დოზითაც საჭიროა მათი ნეიტრალიზაცია. პირდაპირ ვთქვათ, კაპიტოლიუმის მიერ მხარდაჭერილნი, ისინი ნამდვილად წარმოადგენენ საფრთეს ქართული სახელმწიფოსთვის და იმის მიუხედავად, რომ პირადად სააკაშვილი გროტესკულ ფიგურად იქცა, პარტიაში კი დაპირისპირებაა – მათ პატრონებს ნამდვილად გააჩნიათ მობილიზაციისა და აღორძინების რესურსი. უპირველეს ყოვლისა, ის ეგზალტირებული და ვაშა-პატრიოტულ კატეგორია მყავს მხედველობაში, რომელსაც წარმატებით იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამა თუ იმ ვაშა-პატრიოტულ ეტიკეტკას ამოფარებულ ღონისძიებაზე და არა თავად მაგ ლპობის ბოლო სტადიაში გადასული პარტიის ფორმალური წევრები. ასპროცენტიანი პრევენცია კი შესაძლებელი იქნება, თუ ნებისმიერი მათი გამოხტომის განეიტრალება განხორციელდება საგანმათლებლო პროგრამების და მეინსტრიმული ტელევიზიების კომბინირებული მუშაობის მეშვეობით. ვუტრირებ, „მიშისტურ-ზვიადისტური“ ანტიპოდი იდეების ინდოქტრინაციით მათში. ასევე ძალოვნების მყისიერი და დაუნდობელი რეაქციით ექსტრემისტული ხასიათის ნებისმიერ ექსცესებზე. რომლებიც ხშირად საღდება „პროევროპულ“ ღონისძიებად და ქსენოფობიურ ხასიათს იძენს. პოლიტიკური მოსაზრებებით კი, და დიპკორპუსის შეშფოთების გამოც, მათზე წაყრუება ხდება, რაც დაუშვებელია! ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ისიც, რომ პოლიტიკურ-საოციალურ ველზე გარეგნული შტილის და სააკაშვილის მომხრეების მოჩვენებითი სისუსტის მიუხედავად, საქმე ბევრად რთულადაა ვიდრე ეს პირველი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. შთატებში, იმ ძალებს აქვს კარტ-ბლანში, ვისაც სამოქალაქო ომის დაწყებაც კი შეუძლია საქართველოში გეოპოლიტიკური მიზნების გამო და ეყოლებათ კიდეც თავისი ხალხი მმართველი ძალის უმაღლეს ეშელონებში. ეს, რომ დასჭირდეთ ამ სცენარის განხორციელება-მეთქი და რომ აღარაფერი ვთქვა საშულო და დაბალ რგოლებზე. რომლებიც კოალიციის დროიდან, დიდწილად ალასანიას და სხვა პორტირებუბული კადრებითაა დაკომპლექტებული. რისი თქმა მინდა და, თავად „ოცნებაა“ სავსე „მიშისტებით“.
-ჰმ, და ფიქალზე ამოტვიფრული ამ დოგმის, მმართველ ძალაში ჩაბუდებული „მიშისტების“ და მაგ კვაზირელიგიის ღია ადეპტების გამო, ლაპარაკსაც ვერ ვიწყებთ აფხაზთან და ოსთან. არათუ რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. აი ამაზე მწყდება ყველაზე მეტად გული, როდესაც რაღაც ტექნიკური საკითხები გვაბრკოლებს. იმის მაგიერ, რომ კარგ ქართულ საქმეზე ვიფიქროთ, ვიძირებით ამ პარტიულ ინტრიგებში და ვიწრო დოქტრინიორულ წიაღსვლებში. მაგრამ ყოველთვის ასე იყო, როდესაც ქართული საქმეს აკეთებდნენ, გამოხტებოდნენ ხოლმე ჭინკები, წვრილ-წვრილი აქტივისტები და ყველა ჯურის მედროვეები, მოჰკლავენ რა ილიას, დახვრეტდნენ ჯავახიშვილს, სიღატაკეში ამოხდნენ სულს ჩოხელს და ა.შ. მაგრამ უკვე ლირიკაში ვარდებით, ამ საქმეს კი ემოციები ხელს უშლის.
ნამდვილად; რაც უფრო შორს ავუვლით ემოციებს გვერდს და გონით მივუდგებით საკითხებს, მით უფრო მივუახლოვდბით სიმართლეს. ფაქტი ესაა, რომ სოხუმისთვის და ცხინვალისთვის მიუღებელია ნატო-ს დეკლარირებაც კი. რეინტეგრაციაზე საუბარი ხომ საერთოდ უტოპიის სფეროდანაა ასეთ ვითარებაში. სოფელიც ვერაფერ დიდს შეიტანს მკაცრად კვოტირებულ ევროპულ ბაზარზე. წარმოებას კი, ქართული საბანკო, ფინანსურ-სპეკულაციური სისტემა მიზანმიმართულად ძირავს. უბრალო ხალხს რაც შეეხება, ყველა ტაშ-ფანდურით და აზარტული თამაშებით ვერ ირჩენს აქ თავს. ჰოდა დაიცალა ქვეყანა – მიდიან უცხოეთში ამის გამო შავ მუშებათ, მომვლელებათ, ქურდებათ და მეძავეებად. აბა, ამ ჩვენი, ღრმად „მიშისტური“ დეგრადირებული განათლების სისტემის გადამკიდე, იქაურ აკადემიურ დაწესებულებებში ერთეულებიღა ხდება. მოკლედ ესაა, რაც ხელთ გვაქვს, ვგონებ „რასკლადიც“ გასაგებია და ვინ ვის უკან დგას. ასევე, თუ რატომ ამახვილებს გავლენიანი დემოკრატი სენატორი ყურადღებას „ანტიფემინისტურ, ანტიგეურ, ანტიტრანსგენდერულ, სიძულვილის მსოფლიო ცენტრებზე“ და როგორი დოზით გვეხება ეს ჩვენ. უკრაინული კრიზისი, კი ნამვილად „უბრალო მოთელვაა“, და ხვალ თუ ზეგ, სხვა სამყაროში გავიღვიძებთ. იქნებ-თქო, თუ მაგ ხაზმა გაიმარჯვა. შესაძლოა ოლდოს ჰაქსლის გმირის დარად შევიყვიროთ კიდეც, გამარჯობა „საოცარო ახალო სამყარო“-ვ. აი ახლა კი დროა, ყველამ ერთად ვიფიქროთ გამოსავალზე; ახალ მოდერნისტულ პროექტზე. რომელიც არ მისცემს აშშ-ს დემპარტიის ანტიუტოპიური ზრახვების განხორციელების საშუალებას ქართულ მიწაზე. ხსენებულ პრობლემებსაც ერთიანად მოაგვარებს და თუ როგორ, ამაზე აუცილებლად უახლოეს მომავალში ვისაუბროთ.
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე