მტკიცედ მჯერა, რომ რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა და რადგან ხალხი აბსოლუტურად სწორად აღიქვამს ყველაფერს, ეს ქვეყანა გაიმარჯვებს – მშვიდობით, განვითარებით, სტაბილურობით და რეალურად იმაზე ზრუნვით, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით განაცხადა, რომ ისინი იგონებენ ტყუილებს, რომლებითაც ქვეყანას აზიანებენ.
„რატომ არ გიყვართ ეს ქვეყანა ასე, ხალხნო, რამ გაგაგიჟათ და რა გჭირთ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ კი ამ ქვეყანაში ყველას ვალდებულებაა ხარვეზებსა და შეცდომებზე ერთად ვიმუშაოთ, თქვენ იგონებთ ტყუილებს და ამით აზიანებთ შიგნით და გარეთ საკუთარ ქვეყანას. ცოტა ხანი დადექით საკუთარ თავზე მაღლა. რა გჭირთ? რა დავალებებს გაძლევენ ან რას გიხდიან ან რა კომპრომატები აქვთ ასეთი, მოდით მოგვიყევით და იქნებ გშველით?
ხომ ყველამ კარგად იცით, რომ აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ხართ სამიდან ორი. მოდით, მოგვიყევით და იქნებ რაღაცას გშველით და დაგიდგეთ გვერდზე. ხომ ხედავთ, რომ თავისუფლად ვაკრიტიკებთ გასაკრიტიკებელს, ოღონდ თუ იქიდან არ იქნება რეაქციები, ჩვენ მანამდე ხმას არ ვიღებთ. ხომ ხედავთ, რომ თამამები ვართ ამ გადაწყვეტილებაში და ისეთი არაფერი ხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.