დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებლის, ულრიკ ჰააგერუპის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“ მიმდინარეობს.
დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებლის, ულრიკ ჰააგერუპის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარეობს კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“.
კონფერენციის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე პრაქტიკაში იყენებს.
კონფერენციას ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, მედიაწიგნიერებისა და მედიის ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის მიმართულების ხელმძღვანელები უნივერსიტეტებიდან და სტუდენტები. კონფერენცია საჯარო ლექციასა და კითხვა-პასუხის ფორმატს მოიცავს.
დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის „კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი ულრიკ ჰააგერუპი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით სტუმრობს.
ვიზიტის პირველ დღეს, ულრიკ ჰააგერუპმა პირველი არხის პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა, რომელიც მოიცავდა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიდან 11-მა უკვე გაიარა გადამზადების კურსი დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტში. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი მიემგზავრება, წლის ბოლომდე კი პირველი არხის 18 ჟურნალისტი იქნება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით გადამზადებული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებები განაპირობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი, როგორც ინსტიტუციის არსებობის, აუცილებლობას. ეკოლოგიური მედია საზოგადოების მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
წყარო: 1tv.ge