გიორგი ბარამიძე: მიხეილ სააკაშვილმა ბებიის სახლი დაანგრია, ბიბლიოთეკა რომ აეშენებინა და ასეთ ადამიანზე ამბობენ ოლიგარქიაო

მიხეილ სააკაშვილმა ბებიის სახლი დაანგრია, ბიბლიოთეკა რომ აეშენებინა და ასეთ ადამიანზე ამბობენ ოლიგარქიაო. ეს ხომ უტიფრობა, თავხედობაა – ამის შესახებ ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“კობახიძე არ არის გაუნათლებელი ადამიანი, საკმაოდ კარგი განათლება აქვა მიღებული გერმანიაში. სწორედ განათლებული და ნაკითხი ადამიანი, რომ ამას აკეთებს, რასაც აკეთებს, როცა მაგალითად გამოაქვს კანონი ოლიგარქიის შესახებ და ამბობს, ეს რეალურ ოლიგარქს არ ეხება და ყველას ეხებაო და იმ პრეზიდენტს, რომელსაც კლავენ, მას ეხებაო, რომელსაც ერთი ლარი ვერ უპოვეს გადანახული, რომ ნდომებოდა, მართლა მილიარდერი იქნებოდა. ბებიის სახლი დაანგრია, რომ ბიბლიოთეკა აეშენებინა, ამ ადამიანზე ამბობენ ოლიგარქიაო. ეს ხომ უტიფრობა, თავხედობაა. ეს ხომ თავადაც ძალიან კარგად იციან, მართლა სულელები ხომ არ არიან. კი ძალიან დიპლომატიური ხალხია, ძალიან იშვიათად ავლენენ თავიანთ გაბრაზებას, თუ ემოციებს”_ აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.