ირანში მომიტინგეებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მამაპაპისეულ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC წერს.
ქალაქ ხომეინში მდებარე ცეცხლმოკიდებული სახლის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის ფაქტს უარყოფს.
სახლში, რომელშიც აიათოლა ხომეინი დაიბადა, მისდამი მიძღვნილი მუზეუმი იყო განთავსებული.