რუსეთში კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

რუსეთში, კუნძულ სახალინზე, 5-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა.

მომხდარის გამო სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მაშველები ნანგრევებში 1 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

ნგრევა, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში გაზქურასთან დაკავშირებული 20-ლიტრიანი გაზის ბალონი აფეთქდა.