„12 წლის გოგონა დღე-დღეზე იმშობიარებს, 13 წლის ბიჭუნა ჩხუბის დროს მოკლეს! ყველა ხართ საკუთარი შვილების მომავლის მტრები!” – ბესო ჩუბინიძე

ჟურნალისტი, ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში საქართველოში, ბოლოდროს მომხდარ დანაშაულებზე საუბრობს.

“12 წლის გოგონა დღე-დღეზე იმშობიარებს და ბავშვს გააჩენს!

– 13 წლის ბიჭუნა ჩხუბის დროს მოკლეს!

– 14 წლის გოგონამ ბებია უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ღამის კლუბში არ გაუშვა და თავზე პატრული დააყენა!

– 12 წლის გოგონას მშობლებმა სკოლის მასწავლებელს უჩივლეს და ძალადობაში დასდეს ბრალი, მას შემდეგ რაც მასწავლებელმა მოსწავლეს ყური აუწია გაკვეთილების მსვლელობისას საღეჭი რეზინის ღლაჭუნის და ბერვა-ხეთქვის გამო!

– 15 წლის ბიჭი სადარბაზოში გათიშული იპოვეს მეზობლებმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების გამო ადგილზე დავარდა, მას პლანის „პერედოზიროვკა“ დაუდგინეს.

– 16 წლის ბიჭებმა სახლი გადაწვეს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთის მშობელმა ერთად „გართობის“ (!) დროს წაასწრო და მშობელს მათი არჩევანის თავისუფლების შეზღუდვაში დასდო ბრალი.

– 17 წლის გოგონამ სატანისტი 29 წლის შეყვარებულის რჩევით საკუთარი დედა დაკლა(!), დანით ხორცები დააჭრა, დააბასტურმა(!) და 1 თვის მანძილზე მაცივარში ინახავდა…

– ეს, საქართველოში ხდება!!!

-ჰოდა, ვინც ამ ყველაფერს ემხრობით, ანუ ემხრობით იმას, რომ შვილი ტრაკზე წამორტყმით არ უნდა გაზარდო (ისე, როგორც – მე გამზარდეს და მე გავზარდე) ყველა(!)… გიმეორებთ ყვე-ლა ხართ საკუთარი შვილების მომავლის მტრები!!!

P.S. მორალისტ-ანანისტ-პრადვინუტ-ტოლერანტები არ გამომიხტეთ აქ, თორე შესაბამისი(!) საჯარო პასუხის გარეშე არ დაგტოვებთ არცერთს!!! თუ არ მეთანხმებით, უბრალოდ, გაა***ით და გასრიალდით ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ!!!”, – წერს ბესო ჩუბინიძე.