მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, დააკვირდით, დელეგაცია-დელეგაციაზე ჩამოდის, რომ ეს შანსი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოვიყენოთ. შოკშია ეს ხალხი – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, დააკვირდით, დელეგაცია-დელეგაციაზე ჩამოდის, რომ ეს შანსი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოვიყენოთ. შოკშია ეს ხალხი. ფაქტებზე, როცა მიდის საუბარი ვთხოვთ, ვეხვეწებით, რომ იქნებ თვალი დახუჭონ, არ შეხედონ იმ მავნებლობას, რასაც “ქართული ოცნება” სჩადის. ავსტრია ასეთი აქტიური როდის გინახავთ საერთოდ საქართველოს საკითხებზე?! ეს ხომ ნიშნავს, რომ საქართველოში ხედავენ პარტნიორს და ამ ყველაფერს უნდა გამოყენება. ჩვენ თუ არ გადავდგით ნაბიჯი, მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, ძალით ხომ არ შეგვიყვანენ ოლიგარქულ-ავტორიტარული რეჟიმით ევროკავშირში.
მხარდაჭერა არის, მაგრამ ისიც თქვეს, რომ ეს ღია კარის ამბავი დიდხანს არ გაგრძელდება. თუ ჩვენ ამ კარში არ შევედით, შეიძლება, ეს კარი დაიხუროს და ამაშია პრობლემა”, – განაცხადა ვაშაძემ.