ძალიან კარგი ტერმინი მოიგონა „ხალხის ძალამ“ – აგენტოკრატია. ეს არის აგენტოკრატია. არანაირი კავშირი კიკო ვაშაძეს საქართველოსთან არ აქვს. კიკო ვაშაძისთვის, კაპიტანი გიგაურისა და მთელი ამ გაერთიანებისთვის საქართველო სამშობლო არ არის. ეს არის ასპარეზი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩემს ფილმს ჰქვია „ჰეროკრატია“. თავის დროზე იყო ასეთი ტალღა, როდესაც მოიგონეს გმირები. ძალიან კარგი ტერმინი მოიგონა „ხალხის ძალამ“ – აგენტოკრატია დაარქვეს. ეს არის აგენტოკრატია. არანაირი კავშირი კიკო ვაშაძეს საქართველოსთან არ აქვს. საქართველო კიკო ვაშაძისთვის, კაპიტანი გიგაურისა და მთელი ამ გაერთიანებისთვის სამშობლო არ არის. ეს არის ასპარეზი. ერთად ერთი, რაც მათ უნდათ და უნდათ, როგორმე იქ გაასწრონ და იქ შეიქმნან ვითარება, რომელშიც პატივს სცემენ და კი უყურებთ, ტუალეტის ფანჯარაზე რომ ტელეფონებს დგამენ. სალომე სამადაშვილის სამშობლო საქართველო არ არის. ერთი სული იქეთ აქვთ. მინისტრი ვიყავი, მახსოვს ელჩი რომ იყო და მინახია. იქ არიან. მათი ცხოვრებისეული ილუზიები იქ დარჩა. აქ მათ არაფრის იმედი არ აქვთ, ძალიან კარგად იციან, მაგრამ დავალება მიღებული რომ გაქვს, უნდა შეასრულო და ცენტები კი არ არის, მილიონებია გადახდილი“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სხვები იბრძვიან. კერძოდ, მან დაასახელა აშშ-ის სენატორი შაჰინი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
„ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა გაბედეს და უთხრეს, არ გავაკეთებთ. ჩვენ ხომ ვიცით, კაბინეტებში რა საუბარი იყო“, – განაცხადა ხაინდრავამ.