საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებენ.
მისივე თქმით, განაგრძობენ მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რასაც ყველა მოქალაქე იმსახურებს და განსაზღვრულია კონსტიტუციით.
„ჩვენ კვლავაც ვადევნებთ თვალყურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რეგულარული კონტაქტი გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან, მათ შორის დღესაც, რათა შევამოწმოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ განვაგრძობთ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგს, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იყოს, რომ ის იღებს ყველა სათანადო პროცესს, რომელსაც ყველა მოქალაქე იმსახურებს და განსაზღვრულია კონსტიტუციით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.