“მასტერშეფის” მერვე სეზონის გამარჯვებული ნინო ვარშანიძე გახდა

“მასტერშეფის” მერვე სეზონის გამარჯვებული ნინო ვარშანიძე გახდა.

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, “მასტერშეფის” მერვე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული ნინო ვარშანიძემ მოიპოვა.

გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.

– “მასტერშეფის” ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ ლუკა თოდუა და ნიკუშა მანაგაძე.

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს – “მასტერშეფის“ მერვე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 25 სექტემბერს დაიწყო.

წყარო: 1tv.ge