მატი რაიდმა – ესტონეთი საქართველოს მომავალს ჩვენი უსაფრთხოების ოჯახში, ნატო-ში ხედავს

მატი რაიდმა – ესტონეთი საქართველოს მომავალს ჩვენი უსაფრთხოების ოჯახში, ნატო-ში ხედავს.

რა თქმა უნდა, ესტონეთი საქართველოს მომავალს ჩვენი უსაფრთხოების ოჯახში, ნატო-ში ხედავს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მატი რაიდმამ მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

– “ჩვენ, როგორც წევრები, ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო ფორმატში, რათა მხარდაჭერილ იქნას საქართველოს სურვილი, რომ იყოს ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის უსაფრთხოებისა და არქიტექტურის ნაწილი. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ტერორისტულ ომს, რომლის წარმოდგენაც არავის შეგვეძლო. ეს ძალიან ძლიერი სიგნალი უნდა იყოს პარტნიორებისთვის, თუ რას ნიშნავს რეალურად უსაფრთხოება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენი განვითარების გეგმებით, წინ ივლით ნატო-ს წევრობისკენ და შეასრულებთ ყველა ამოცანას” – განაცხადა მატი რაიდმამ.

წყარო: 1tv.ge