საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს
“მაქვს შეწყალების უფლება, მაგრამ არ ვიყენებ მარტივი მიზეზის გამო. მისი გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს. მე არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ყურადღებით ვაკვირდები მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჯანმრთელობის ინფორმაციას.
ახლა მზადდება ახალი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში, ის იმყოფება საავადმყოფოში უკვე 6 თვეა, მაგრამ მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან ინტერვიუში.