თბილისში საცობები ხომ არ გაწუხებთ მეგობრებო? ლამის საათობით ხომ არ დგახართ გაჩერებაზე? მეტროში ჩასასვლელ-ამოსასვლელად ძიუდოს ილეთები ხომ არ გჭირდებათ? – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“თბილისში საცობები ხომ არ გაწუხებთ მეგობრებო? ლამის საათობით ხომ არ დგახართ გაჩერებაზე? მეტროში ჩასასვლელ-ამოსასვლელად ძიუდოს ილეთები ხომ არ გჭირდებათ? და მაინც კალაძე კაი მერი გგონიათ ხო? ტაქსები ხომ გადააღებინა თეთრად და ეგ გენიალურ სატრანსპორტო რეფორმად ხომ მოგასაღათ? ეგაა მთავარი – ხშირად ვიმეოროთ – სამაგიეროდ ტაქსებია თეთრი! დღეში თორმეტჯერ უნდა ვთქვათ ეგ “