ბიბისი“ – „გაზპრომი“ უყრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

რუსული კომპანია „გაზპრომი“ უყრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, რუსულმა კომპანიამ უყრაინა ტრანზიტისთვის განკუთვნილო გაზის გაუჩინარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან უყრაინაზე გამავალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდებას შეამცირებს.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქების შემდეგ, ევროპა რუსეთიდან ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს სწორედ უკრაინის გავლით იღებს. ამავე გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება მოლდოვასაც. რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული გაზის ნაწილი უკრაინაში რჩება და მოლდოვამდე არ ჩადის.