ამერიკული გაზეთი The New York Times დაინტერესდა, რამდენად შეიძლება იყოს გახარჯული რუსული სარაკეტო არსენალი უყრაინის ინფრასტრუქტურაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ. დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ოფიციალურმა პირებმა კიევში ისაუბრეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეზერვებში რაკეტების გარდაუვალ შემცირებაზე. თუმცა, მასობრივი დაბომბვები გრძელდება. პუბლიკაცია იძლევა ოთხ შესაძლო ვარიანტს, თუ რით შეიძლება აიხსნას რუსეთის წარმატებული სარაკეტო შეტევები უყრაინაზე.
უყრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსული რაკეტების მარაგი სავარაუდოდ ამოიწურება, მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ “მასიური დარტყმების განხორციელებას უკრაინის სამიზნეებზე შესაშური რეგულარობით”. ამის შესახებ The New York Times-მა პარასკევს, 18 ნოემბერს იტყობინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ სამშაბათს უყრაინის ტერიტორიაზე 96 რაკეტის გასროლით განხორციელებული დაბომბვა გახდა „რუსეთის უდიდესი საჰაერო თავდასხმა“ სპეცოპერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა დიდი ხნის დაგეგმილი იყო, როგორც უყრაინელი სამხედროები მიიჩნევენ თუ ეს იყო შურისძიება კიევის მიერ ქალაქ ხერსონის დაბრუნებისთვის, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას იმის შესახებ, რამდენად ამოწურული შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის სარაკეტო არსენალი და შეუძლია თუ არა მოსკოვს, შეავსოს შეიარაღებების მარაგები ალტერნატიული წყაროების მოძიებით, – წერს გაზეთი.
უყრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიყოვმა ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა რაკეტების ომამდელი მარაგის თითქმის 70%, რომლებიც ძირითადად გამოიყენებოდა 15 ნოემბრის თავდასხმის დროს: “ისკანდერი”, “კალიბრი” და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები. ოქტომბრის მდგომარეობით, რეზნიყოვის შეფასებით, რუსეთს ამ რაკეტებიდან მხოლოდ 609 დარჩა (თუმცა ამ რიცხვებიდან არცერთი არ არის გადამოწმებული დამოუკიდებელი წყაროებიდან – NYT).
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში 16 ოქტომბერს ნათქვამია, რომ უყრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 6 დღით ადრე განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა თავდასხმამ, სავარაუდოდ, შეამცირა რუსული შორი დისტანციის რაკეტების მარაგი, “რაც სავარაუდოდ შეზღუდავს მათ შესაძლებლობას ახალი სამიზნეებზე დარტყმების მიყენებაში”.
გაზაფხულიდან პენტაგონის ოფიციალური პირებიც ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვს ეწურება ზუსტი მართვადი რაკეტები.
მაშ, როგორ მოახერხა რუსეთმა განახორციელოს ის, რასაც ლინდა თომას-გრინფილდმა, აშშ-ს ელჩმა გაეროში, უწოდა “ალბათ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ”? – კითხულობენ The New York Times-ის მიმომხილველები.
ისინი ოთხ შესაძლო ახსნას იძლევიან. არის ტრადიციული ვერსიები, დასავლეთისთვის ხელსაყრელი, რომ:
1) რუსეთი ირანიდან და ჩრდ. კორეიდან მარაგდება;
და 2) რუსეთი “მოძველებული რაკეტებით” იბრძვის (კიევის მიერ გაშვებული ვერსია);
მაგრამ, ჩნდება სხვა ვერსიებიც:
3) რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ასწრებს საკუთარი წარმოებით მარაგების შევსებას – ამის ვერსიად გაჟღერების დონეზე აღიარება მაინც უწევთ უკვე დასავლეთში, რაც დიდი მიღწევაა; ჟურნალისტები იხსენებენ, რომ ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა ზომები „ტექნიკისა და სისტემების წარმოების გაზრდის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფასთან“.
„რუსეთმა, სავარაუდოდ თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე, მოაგროვა მიკროჩიპები და სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც საჭიროა ზუსტი მართვადი რაკეტების შესაქმნელად“, – მიიჩნევენ NYT-ის დამკვირვებლები და ამტკიცებენ, რომ რუსეთს შეეძლო მიეღო საჭირო მიკროელექტრონული კომპონენტები სანქციების გვერდის ავლით, მესამე მხარის მეშვეობით.
4) ახალი, საინტერესო ვერსია:
რუსეთს, შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული იარაღი რეზერვში – “ნატოს წინააღმდეგ ომისთვის”.
აშშ-ის ყოფილმა საზღვაო პოლკოვნიკ მარკ კანსიანის მიხედვით, დასავლელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ მოსკოვს დიდი ხანია, აქვს რაკეტების და სხვა იარაღის მარაგი ნატოსთან ომის დაწყების შემთხვევაში.
“როგორც ჩანს, მათ აქვთ რეზერვები ნატოს სავარაუდო თავდასხმის წინააღმდეგ – რასაც ჩვენ აბსურდულად მივიჩნევთ – მაგრამ ისინი ამას რეალურ შესაძლებლობად თვლიან. ამიტომ, ისინი ამ მიზნით ქმნიან თავიანთი რეზერვების ნაწილს”, – თქვა კანსიანმა.
უცნობია, გამოიყენა თუ არა რუსეთმა ამ რეზერვების ნაწილი 15 ნოემბერს და მის შემდეგ დარტყმისთვის, ასკვნის NYT.
“ნიუსფრონტი-საქართველო”, წყარო: “Рамблер“