რუსეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს

რუსეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰოისგენმა ტვიტერზე დაწერა.

ჰოისგენის განცხადებით, რუსეთს “პროპაგანდისთვის” პლატფორმას არ მისცემენ.

“რუსი ოფიციალური პირები არ არიან მოწვეულნი MSC2023-ზე. ჩვენ გვინდა რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუს ოპოზიციის ლიდერებთან და გადასახლებულებთან ერთად. მათი ხმა უნდა მოისმინონ და გაძლიერდეს”, — წერს კონფერენციის თავმჯდომარე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (MSC) მომდევნო წლის 17-19 თებერვალს გაიმართება;

მისი ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-უყრაინის ომის  დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ სიტუაციის ანალიზი იქნება.

კონფერენციაზე, ჰოისგენის თავმჯდომარეობით, არაერთი მაღალი რანგის საერთაშორისო ლიდერი და ექსპერტი, მათ შორის, სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბება.