სააკაშვილის არ უთქვამს, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მივმართო, არამედ მითხრა შეხვდე და გადავცე მისი ავადმყოფობის ისტორია – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პრეზიდენტთან შეხვედრას მოვითხოვ, რის შემდეგაც გადავცემ ტოქსიკოლოგიურ დასკვნას. შემდეგ იქნება საუბარი სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. სააკაშვილის არ უთქვამს, რომ შეწყალების თხოვნით მივმართო, მითხრა, რომ შეხვდე, დაველაპარაკო და გადავცე მისი ავადმყოფობის ისტორია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.