სოფელ წილკანში ავტოსაგზაო შემთხვევას უკვე მეორე ახალგაზრდა ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლი, რომელიც გოგონას დაეჯახა ნასვამი იყო. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ნასვამ მძღოლს ადანაშაულებენ.
ახალგაზრდა გოგოს მეგობრები ემშვიდობებიან:
“უფალმა დაგიმკვიდრის ცათა სასუფეველი. ჩემო თბილო და კეთილო გოგო, მუდამ ის ნინო იქნები ჩემს გულში, როგორსაც გიცნობდი… ისევ ის ხალისიანი და ღიმილით სავსე. ჩემო ძვირფასო, ნეტა ჩამოვსულიყავი გუშინწინ, რომ მომწერე, ჩამოიარეო და ბოლოჯერ მაინც გნახავდი კიდე. ნინო, ჩვენი თითოეულის გულისტკივილი ხარ, ძვირფასო…”
“სოფელ წილკანში მეორე ახალგაზრდაა, ვინც ავარიას ემსხვერპლა ამ კვირაში. ღმერთმა ნათელი არ მოაკლოს მათ სულებს”
წყარო: “mix.metronome”