შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხუთი წლის წინ კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, მის საფლავზე მივიდნენ.
მათ დაღუპული სპეცრაზმელის, გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს, მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.