კიშინევი ვერ ენდობა რუსეთის “რეჟიმს”, რომელიც ზოგს კლავს, ზოგს კი სინათლისა და სითბოს გარეშე ტოვებს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ომი უყრაინაში კლავს ხალხს, ანგრევს სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
„რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში ჩაძირა. რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანგრევს სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას… ჩვენ არ შეგვიძლია, ვენდოთ რეჟიმს, რომელიც გვტოვებს სინათლისა და სითბოს გარეშე, რომელიც განზრახ კლავს ადამიანებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ხალხები გაჭირვებაში და დამცირებული ამყოფოს. რაც არ უნდა რთული იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვას მომავალი გზა თავისუფალი სამყაროს მიმართულებით უნდა იყოს“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.