მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი, ამერიკის ელჩის ბოლოდროინდელ განცხადებებს გაუგებარია და შეურაცხმყოფელს უწოდებს. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ხალხის ძალის“ ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში, ყველას სიმართლე მივაწოდოთ, მით უმეტეს მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის პარტნიორია და ქვეყანაში მშვიდობა და განვითარება სურს. კელი დეგნანის პოზიციები გაუგებარია, ორმაგი სტანდარტითა და, რიგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით. როცა ნორმალურ ქვეყანაზე გვაქვს საუბარი, ეს [დამოკიდებულება] მიუღებელი უნდა იყოს არამარტო იმ ადამიანებისთვის, ვის მიმართაც ეს ადამიანი შეურაცხმყოფელ ეპითეტებს იყენებდა, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, მით უმეტეს, თუ პარტნიორზეა საუბარი. ჩვენ სტრატეგორიული პარტნიორები ვართ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით უნდა ვიყოთ განწყობილები. ვერ დამისახელებთ ჩვენი ქვეყნის მხრიდან ვერცერთ ანტიამერიკულ ნაბიჯს. ამერიკის ელჩი ასეთ გაუგებარ განცხადებებს აკეთებს, პოლიტიკური სპექტრი კი, რიგი წარმომადგენლები, საკმაოდ პატივსაცემნი, ამას უყურებენ, როგორც ჩვენგან აშშ-ის ელჩის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას. ვერცერთმა ვერ დაგვისახელა, სად იყო ჩვენი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეფასება. აქ სიმართლეზეა საუბარი. კულუარებში მიმდინარე საუბრები დღეს ზედაპირზე ამოვიდა. ვიცით, რომ ეს სცენარი დიდი ხნის დაწყებულია და სწორედ ამ სცენარის მიხედვით მოქმედებენ ადამიანები. ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და იმ პოზიციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ. მუდმივად ამ პროცესში უნდა ვიყოთ და უნდა ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება მოვახერხოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.