ავტოსაგზაო შემთხვევისას გუშინ დაშავებული “გლოვოს” კურიერი დღეს გარდაიცვალა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას “გლოვოს” კურიერი ემსხვერპლა.

კურიერი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს რომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.