„ბიბისი“ – ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს

„ბიბისი“ – ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს.

ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს, მათ შორის სამი ქალი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, საჩვენებელი დასჯა საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.

მათ ბრალი ედებათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენაში როგორიცაა ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები.

ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ისლამისტურმა ჯგუფმა მსგავსი სახალხო დასჯის სცენა მოაწყო.

წყარო: newposts.ge