სააკაშვილის საქმეზე პრეზიდენტმა სწორი აქცენტი გააკეთა, სასამართლომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აჩვენოს, რომ თავისუფალია – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა..
სალომე ზურაბიშვილი სწორია, როდესაც საუბრობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აქვს სხვადასხვა საქმე, დაქსაქსულია, სხვადასხვა სტატუსი აქვს და ერთი პოლიტიკური აქტი, შეწყალების აქტი ვერ მოხსნის ყველა პრობლემას. ამიტომაც, დღეს სწორი აქცენტი გააკეთა პრეზიდენტმა, როდესაც თქვა, რომ ჯანმრთელობას როცა ეხება საქმე, თუ ეს დასტურდება კომპეტენტური დასკვნით, სასამართლომ უნდა აუღოს ამაზე პასუხისმგებლობა, აჩვენოს რომ ის თავისუფალია. მეორე _ ნიკა გვარამიას საქმე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქაც სააპელაციო დასრულდა მაგრამ უზენაესი სასამართლოს, ბოლო ინსტანციის ეტაპი არის გასავლელი. ამიტომ, ამ ნიუანსებს აქვს მნიშვნელობა. მესმის, რომ მძაფრი, ღია მოთხოვნაა, რომ დღესვე მიიღოს პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ეტაპებს აქვს სამართლებრივად მნიშვნელობა”- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია.