თამარ ჩერგოლეიშვილი: ილია მეორემ მიულოცა კირილს და ისეთები უსურვა, ეგ რომ აუხდეს, საქართველო აღარ იარსებებს

მეგობრებო, ილია მეორემ მიულოცა კირილს და ისეთები უსურვა, ეგ რომ აუხდეს, საქართველო აღარ იარსებებს.
ვინც ამ მილოცვას ამართლებთ, უიმედოებად მიმაჩნიხართ. მაგრამ მე მგონია, რომ უმრავლესობა არ ამართლებს – ამის შესახებ გამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ჟურნალისტები ხშირად ვერ იგებენ, რატომ ვაწვები, რომ გენოციდის კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და ეროვნული ხასიათი უნდა შეიძინოს – რაშიც მათი მონაწილეობაა საჭირო.

ვერ ხვდებიან, იმ მომენტში რომ რაღაც თითქოს უფრო ცხელი ხდება, რატომ ვაწვები 30 წლის წინ მომხდარზე!
ახლა კარგი მომენტია ასახსნელად:

მეგობრებო, ილია მეორემ მიულოცა კირილს და ისეთები უსურვა, ეგ რომ აუხდეს, საქართველო აღარ იარსებებს.
ვინც ამ მილოცვას ამართლებთ, უიმედოებად მიმაჩნიხართ.
მაგრამ მე მგონია, რომ უმრავლესობა არ ამართლებს.

უბრალოდ შარის თავი არ აქვს და არ აპროტესტებს – დასაბამიდან ასეა, ადამიანს კოლექტივთან ერთ ჭკუაზე ყოფნა ურჩევნია, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს – არ გარიყონ, ღელავს. ეს პირველყოფილი შიშია და ნორმალურია – გამორჩეულები ხმაურობენ.

აი ამ ჩემს წარმოსახვით უმრავლესობას სულ ვხედავ სადღაც, მათი სიჩუმეც მესმის.
გენოციდის აღიარების კამპანია, გარდა იმისა, რომ ადამიანურად სწორია – მორალურადაა საჭირო ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ შეფასდეს, სხვა განზომილების გამოც ძალიან მნიშვნელოვანია (მრავალი განზომილება აქვს ამ თემას).

როცა ადამიანებს გამუდმებით ესაუბრები იმაზე რუსეთმა რა ჩაიდინა, საუბრობს მსხვერპლი, განზოგადებული სისასტიკე ადამიანურ ისტორიებამდე ეშვება და პირველწყაროდან ისმენ ბოროტების მასშტაბზე, ნათელი ეფინება ჯალათობას, გაცილებით უფრო გასაგები და ცხადი ხდება, რატომაა უპასუხისმგებლო ბოროტება ქართველობის ნიშნით მოკლული და გაუპატიურებული ქართველების წინაშე, რუსული რეჟიმის წარმომადგენელთან ლაქუცი.
უფრო გასაგები ხდება ასეთ დროს, რას აშავებს პატრიარქი ილია მეორე როდესაც რუსეთის ჯალათი რეჟიმის თვალსაჩინო წარმომადგენელს დაბადების დღეს ულოცავს – ის ელაქუცება რეჟიმს, რომელმაც ქართველების გენოციდი ჩაიდინა.

აი ეს მდუმარე უმრავლესობა, ასე, გაცილებით უფრო იოლად გაბედავს სწორ მხარეს დადგომას!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.