საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანს კითხვა დაუსვევს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა.
„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია, კითხვა პრეზიდენტთან ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი, ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.