რუსეთის სასამართლომ Google-ს 33 მილიონი დოლარის ჯარიმა გაუუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Google-სთვის ჯარიმის დაკისრება რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ იყო მოთხოვნილი. სამსახური კომპანიას ზოგიერთი რუსული Youtube-არხის დაბლოკვის გამო ედავებოდა.
დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.