პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს არა დემოკრატიული პროცესები და ზრუნავენ არა პარტიული კულტურის გაზრდაზე, არამედ ძალაუფლების გადანაწილებაზე — რომელი მხარე დაიცავს რომელიმე ოლიგარქს და რომელი ოლიგარქის მხრიდან რა თანხა იქნება გაცემული შესაბამისი ჯგუფებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ იმის ნაცვლად, პარტიებში პარტიული დემოკრატიის განვითარება ხდებოდეს, საწინააღმდეგო პროცესები ვითარდება.
„ვინც უფრო კარგად დაიცავს დამფინანსებელ ოლიგარქს, კეზერაშვილს თუ სხვებს, ის მხარე გაიმარჯვებს, რადგან, როგორც ჩანს, მათ ექნებათ უფრო მეტი დაფინანსება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.