თბილისის მუზეუმების გაერთიანების – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმში პროექტის „მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ წარდგენა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრო. გიორგი ტყემალაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და წარმოდგენილი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
განსაკუთრებული მადლობა bp-ის რომლის სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში მოხდა ამ პროექტის დაფინანსება. ვფიქრობ, მსგავსი ხასიათის კიდევ არა ერთი პროექტი იქნება განხორციელებული, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის კულტურული და სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისთვის.
თბილისის საკრებულოს სახელით, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, მზად ვართ მაქსიმალურად ჩავერთოთ და ხელი შევუწყოთ სამეცნიერო და კულტურული მიმართულების პროექტების განხორციელებას და მონაწილეობა მივიღოთ მსგავსი ტიპის აქტივობებში’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აღნიშნული კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით განხორციელდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს მას გააფართოოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების პროექტის წარდგენას გიორგი ტყემალაძესთან ერთად დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე და bp-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.